The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ეგაძე

მანანა ეგაძე
Date of birth:10 March, 1944
Date of death:23 September, 2007  (at 63 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (პროფ. გ. ქართველიშვილის კლასი) 1972 წელს.

მეხუთე კურსის სტუდენტი ჩაირიცხა კონსერვატორიასთან არსებულ სტუდიაში სოლისტად. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შედგა მომღერლის დებიუტი ნინოს პარტიის შესრულებით (ზ. ფალიაშვილის "დაისი"), ლუბაშა (ნ. რიმსკი-კორსაკოვის "მეფის საცოლე"), მარია (ჯ. გერშვინის "პორგი და ბესი") და სხვა. 1970 წელს ქუთაისის საოპერო თეატრის გახსნასთან დაკავშირებით იმღერა დარეჯანის პარტია (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), ხოლო 1980 წელს გორში საოპერო სტუდიის გახსნასთან დაკავშირებით - ორფეოსი (კ. გლუკის "ორფეოსი"). 1975-1977 წლებში მოღვაწეობას იწყებს მოსკოვის დიდ თეატრში სოლო სტაჟიორად (პედაგოგი რსფსრ სახალხო არტისტი ლ. ნიკიტინა), მის მიერ დიდი თეატრის სცენაზე განხორციელებული პარტიებია: მარცელინა (ვ. მოცარტის "ფიგაროს ქორწინება"), მადალენა, ჯოვანა (ჯ. ვერდის "რიგოლეტო"), ბაბა (მ. მოლჩანოვის "განთიადი კი აქ მშვიდია") და სხვა. 1975 წელს ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად, პედაგოგად, ვოკალური ფაკულტეტის დეკანად. მრავალფეროვანია მ. ეგაძის რეპერტუარი.  იგი წარმატებით მღერის, როგორც ქართულ, ისე ევროპულ და რუსულ საოპერო ნაწარმოებების მნიშვნელოვან პარტიებს: ნანო, დედოფალი ნათელა (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ბარბალე (ვ. დოლოძის "ქეთო და კოტე"), დარეჯან დედოფალი (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან-ცბიერი"), ნაცარქექიას დედა (მ. დავითაშვილი "ნაცარქექია"), არზაყანის დედა (ო. თაქთაქიშვილი "მთვარის მოტაცება"), ლუჩია (გ. ყანჩელი "...და არს მუსიკა"), ბარბალე (ჯ. და ვ. კახიძეები "ბარბალე"), აზუჩენა, ამნერისი, ემილია, დონ კარლოსი, ებოლი, ულრიკა, მადლენა (ჯ. ვერდის "ტრუბადური", "აიდა", "ოტელო", "დონ-კარლოსი", "ბალ-მასკარადი", "რიგოლეტო"), კარმენი (ჟ. ბიზეს "კარმენი"), ლოლა (პ. მასკინის "სოფლის პატიოსნება"), მარინა მნიშეკი (გ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), დუენია, მკითხავი (ს. პროკოფიევის "დუენია", "ცეცხლოვანი ანგელოზი"), ოლგა, გრაფინია (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"). ქართული ვოკალურ-სიმფონიური: რ. გაბიჩვაძე სიმფონია N2 "ვოკალური", თ. შავლოხაშვილი პოემა "რწმენის კედელი", ნ. სვანიძე კამერული ორატორია "ფიროსმანი", ბ. კვერნაძე ვოკალურ-სიმფონიური პოემა ე. თათარაიძის ლექსებზე; კამერული: თ. შავლოხაშვილი რომანსი "რისთვის მიყვარხარ", იმავე რომანსის სადუეტო ვერსია (ჩანაწერი თბილისის რადიოს ოქროს ფონდი), რ. ქარუხნიშვილი ვოკალური ციკლი "მე მივსდევ შენს ხმას"; სხვა რეპერტუარი: ორფეოსი (გლუკი "ორფეოსი და ევრიდიკე"), კლარიჩე (პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული"). მ. ეგაძემ 1981 წელს მოსკოვში საქართველოს კვირეულში დიდი წარმატებით შეასრულა მ. ოძელის "ვოკალური ციკლი მეცო-სოპრანოსათვის". 1985 წელს ლიანა ისაკაძის კამერულ ორკესტრთან ერთად საგასტროლოდ იმყოფებოდა სტამბოლსა და იზმირში (თურქეთი), ხოლო 1986 წელს ჯარჯი ბალანჩივაძის კამერულ ორკესტრთან ერთად გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, სარდინიაში. 1987 და 1989 წლებში თბილისის ოპერის თეატრთან ერთად მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ქართული დეკადის დღეებში. შეასრულია: ა. ზუჩადა (ჯ. ვერდის "ტრუბადური"), მარინა მნიშეკი (გ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), 1989 წელს მონაწილეობა მიიღო სანკტ-პეტერბურგში გამართულ თანამედროვე მუსიკის კვირეულში, სადაც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა ბ. კვერნაძის "ვოკალური სიმფონია მეცო-სოპრანოსთვის". შესრულებული აქვს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები: რ. გაბიჩვაძის "ვოკალური სიმფონია მეცოსათვის", ი. შავლოხაშვილის სინღერების ციკლი "რომანსები", ოპერა "რწმენის კედელი" - დედის პარტია საკონცერტო შესრულებით, ბ. კვერნაძის "ვოკალურ-სიმფონიური პოემა მეცოსათვის", მ. ოძელის "ვოკალურ-სიმფონიური პოემა მეცო-სოპრანოსათვის". 1994 წლიდან ეწევა პედაგიგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის სოლო სიმღერის კათედრაზე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 158; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.27

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: