The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ევლახიშვილი

სერგო ევლახიშვილი
Date of birth:6 February, 1924
Date of death:10 July, 2004  (at 80 years)
Burial location:ოსტანკინოს სასაფლაო, მოსკოვი
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სასწავლებელი 1942 წელს; მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრთან არსებული ბ. შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი 1950 წელს; ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი 1955 წელს.

1954 წელს იყო მოსკოვის კომისარჟევსკაიას სახელობის თეატრის რეჟისორი და მსახიობი; 1960-1968წწ. საქართველოს ტელესტუდიის მთავარი რეჟისორი; გადაიღო ქართული სატელევიზიო ფილმები: "გამზრდელი" (1961), "ექიმი მიდის ფეხბურთზე" (1962), "ანკესი და სეინერი" (1962), "მე თვითონ" (1966), "მიხაი ზიჩი" (1967, უნგრელ. რეჟისორ ი. მატესთან ერთად) და სხვ.; 1968-იდან საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში; 1968-1987წწ. იყო მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის ფერად გადაცემათა სტუდიის მთავარი რეჟისორი; 1987-2004წწ. მოსკოვის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის საეკრანო ხელოვნების კათედრის გამგე; დადგა ტელესპექტაკლები, გადაიღო ფილმ-სპექტაკლები და ფილმები, მ. შ. "ჰამლეტი" (1970, ფილმ-ბალეტი, კომპოზიტორი დ. შოსტაკოვიჩი), "პოეტის დაბადების დღე" (1973), "ოდესღაც კალიფორნიაში", "მარტინ იდენი" (ორივე 1976), "გრძელი დღეების თვე" (1978), "რისხვა" (1979), "ტროპინინები" (1984), "რევოლუციისათვის მოწოდებული" (1986), "პორტრეტი" (1987) და სხვ.; სსრკ-ში პირველი ტელეოპერა "გამზრდელის" რეჟისორი (ა. წერეთლის მიხედვით, კომპოზიტორი ნ. გიგაური, დირიჟორი ლ. კილაძე, მუსიკალური რედაქტორი ს. ლაფაური). გადაღებულია ფილმებში: "უჩინარი იანი" (სტუდენტი, 1942), "შიპკის გმირები" (ვარშინი, 1954) და სხვ. 1960 წელს მიღებული აქვს სსრკ პირველი ხარისხის დიპლომი, ტელეოპერა "გამზრდელის" რეჟისურისთვის. ოპერის მომღერალ სერგო ევლახიშვილის შვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 160; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • 1967 - სსრკ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: