The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ციბაძე

Date of birth:15 January, 1964  (61 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1987 წელს.

1989-1990წწ. გაიარა ინტერნატურა; 1984-1999წწ. იყო ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩვილ ბავშვთა რეანიმაციის განყოფილების ექიმი; 1997 წლიდან ქართულ-ამერიკული ბავშვთა კარდიოლოგიური ცენტრის ექიმი-რეანიმატოლოგი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ბგერითი სიხშირის მაგნიტური ველის გავლენას ვირუსის რეპლიკაციაზე, უჯრედის ბიოფიზიკური მახასიათებლების ცვლილებას მაგნიტური ველის  მოქმედების ფონზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ბგერითი სიხშირის მაგნიტური ველის გავლენა ზოგიერთი ვირუსის რეპლიკაციასა და ცხოველმოქმედებაზე". ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტრესული ფაქტორებით პირობადებული ნეიროცირკულარული დისტონიის მკურნალობა ბავშვთა ასაკში დაბალი სიხშირისა და სუსტი ინტენსივობის მაგნიტურ ველზე", დაიცვა 1998 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.337


Share: