Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ციბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1967წწ. იყო ბორჯომში სანატორიუმ "ლიკანის" ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ექიმი; 1967-1990წწ. საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კიბერნეტიკის განყოფილების გამგე; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის დირექტორი. ავტორია 123 სამეცნიერო ნაშრომისა კურორტოლოგიასა და ფიზიოთერაპიაში, ბიოფიზიკასა და კიბერნეტიკაში. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: "Взаимодействие вирусов и клеток на фоне магнитного поля"(Тбилиси, 1992), "ბგერითი სიხშირის მაგნიტური ველის გავლენა ზოგიერთი ვირუსის რეპლიკაციასა და ცხოველმოქმედებაზე"(თბილისი, 1993). გამოცემული აქვს 2 მეთოდური მითითება, ლექსიკონი და 4 სახელმძღვანელო. კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ქოლეცისტიტით დაავადებულთა მკურნალობის კომპლექსში ბორჯომის მინერალური წყლის მომატებული დოზების გავლენა კუჭისა და თირკმელების ფუნქციურ ურთიერთობაზე", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამინდისა და ჰელიოგეოფიზიკურ ფაქტორთა გავლენა სისტემათშორის ურთიერთობაზე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.337; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |