შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ცინცაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1986–1991წწ. იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1994წწ. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1995 წელს ჯანდაცვის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომნელი; 1995–1996წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამედიცინო დახმარების ხარისხის რესპუბლიკური ინსპექციის დირექტორის მოადგილე; 1996 წლიდან საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის განყოფილების გამგე. ავტორია 9 ნაშრომის, რომლებიც ეხება სასუნთქი გზების ალერგიულ დაავადებებს, სამედიცინო დაზღვევას, აღრიცხვას, ხარისხს. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლები სასუნთქი გზების ატიპიური დაავადებების სპეციფიკურ ჰიპოსენსიბილიზაციასთან კავშირში", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.337
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |