The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალხაზ ერქვანიძე

მალხაზ ერქვანიძე
Date of birth:24 November, 1963  (61 years)
Category:Scientist, Musician, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1982 წელს (თეორიული), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1990 წელს(ქართული მუსიკის ფოლკლორი).

დააარსა და ხელმძღვანელობდა: "ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი", "მამადავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი", ფოლკლორული ანსამბლი "სახიობა"; გასტროლებით შემოიარა: აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია, პოლონეთი ("ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდთან" ერთად); ეთნომუსიკოლოგი, ლოტბარი, ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ცნობილი შემსრულებელი, შემკრები, გამომცემელი, ფოლკლორული ექსპედიციების ორგანიზატორი,

ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღების ისტორია და ქართული მუსიკალური სისტემა".

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული საეკლესიო გალობის გადაღების ისტორია და ქართული სამუსიკო სისტემა", დაიცვა 2014 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 165

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Share: