შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ ერქვანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1982 წელს (თეორიული), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1990 წელს(ქართული მუსიკის ფოლკლორი). დააარსა და ხელმძღვანელობდა: "ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი", "მამადავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი", ფოლკლორული ანსამბლი "სახიობა"; გასტროლებით შემოიარა: აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია, პოლონეთი ("ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდთან" ერთად); ეთნომუსიკოლოგი, ლოტბარი, ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ცნობილი შემსრულებელი, შემკრები, გამომცემელი, ფოლკლორული ექსპედიციების ორგანიზატორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღების ისტორია და ქართული მუსიკალური სისტემა". სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული საეკლესიო გალობის გადაღების ისტორია და ქართული სამუსიკო სისტემა", დაიცვა 2014 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 165 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |