The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაიოზ ცინცაძე

გაიოზ ცინცაძე
Date of birth:12 January, 1926  (99 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948–1951წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1951 წლიდან ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, კათედრის გამგე, პროფესორი. ავტორია 92 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 1 სადოქტორო და 15 საკანდიდატო დისერტაცია. თერაპევტ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მუნიციპალური გაერთიანებული კარდიოლოგიური კლინიკის დირექტორი, საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბალისტოკარდიოგრაფიული და ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემების შედარებითი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა კორონალური სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "არტერიული ჰიპერტონია და გულის უკმარისობა", დაიცვა 1976 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.338; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324

Member of Organizations

  • თერაპევტთა ასოციაცია, წევრი
  • კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: