შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაიოზ ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948–1951წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1951 წლიდან ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, კათედრის გამგე, პროფესორი. ავტორია 92 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 1 სადოქტორო და 15 საკანდიდატო დისერტაცია. თერაპევტ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მუნიციპალური გაერთიანებული კარდიოლოგიური კლინიკის დირექტორი, საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბალისტოკარდიოგრაფიული და ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემების შედარებითი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა კორონალური სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "არტერიული ჰიპერტონია და გულის უკმარისობა", დაიცვა 1976 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.338; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |