Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არტემ ერქომაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი. ბავშვობიდანვე დაეუფლა გურული სიმღერების შესრულებას; 1908 წელს მან მელქისედეკ ნაკაშიძესთან დაიწყო საგალობლების შესწავლა; ნაკაშიძისგან 1911 წლამდე 2000-მდე საგალობელი ისწავლა, რომელიც 1966 წელს მაგნიტოფონზე ჩაწერა კომპოზიტორმა და ფოლკლორისტმა კახი როსებაშვილმა, 2002 წელს კი ნოტებზე გადაიღო დავით შუღლიაშვილმა; 1911 წელს სენაკში გააგზავნეს მგალობლად და გალობის მასწავლებლად; 1924 წლიდან ხელმძღვანელობდა ხალხურ გუნდებს მაკვანეთში, ბათუმში, ოზურგეთში; მართავდა კონცერტებს საქართველოსა და სსრკ ქალაქებში; 1929 წელს მისმა გუნდმა კონცერტები გამართა მოსკოვსა და ლენინგრადში, სადაც სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა; გუნდის რეპერტუარის თვალსაჩინო ნიმუშები ჩაიწერეს ფონოგრაფზე და ინახება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფონოგრამარქივში; 1950 წლიდან იყო ქ. მახარაძის კულტ-სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; მისი საავტორო სიმღრებია: "დიდი ხნიდან გაგიცანი", "ბაღია ჩვენი ქვეყანა"; თავის თაობაში იყო ქართული სასულიერო გალობის უკანასკნელი შემსრულებელი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ლაბორატორიაში ინახება ორი მაგნიტოფონის მეშვეობით მის მიერ 3 ხმაში შესრულებული 108-მდე საგალობლის ჩანაწერი, ძირითადად ამ მასალაზე დაყრდნობით შეგვინარჩუნდა ქართული გალობის "შემოქმედის სამგალობლო სკოლის" ნიმუშები; თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი, სრული მგალობელი, ძირითადად ბანი. საქართველოს სახალხო არტისტის ანზორ ერქომაიშვილის ბაბუა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 166 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |