შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანანია ერქომაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი. იყო თავისი ძმის, არტემის მოწაფე; 1918 წელს არტემ, ვლადიმერ და გიგო ერქომაიშვილებთან, ასევე გიორგი ბაბილოძესთან ერთად მონაწილეობდა თბილისში გურული სიმღერების ნოტებზე ჩაწერაში; 1936 წლამდე ანანია ერქომაიშვილი არტემ ერქომაიშვილის გუნდის წევრი იყო, ხოლო 1936 წლიდან დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის სოლისტი; 1937 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ დეკადაზე; 1968 წელს ის თბილკვებვაჭრობის ანსამბლ "მეგობრობის" სოლისტი გახდა; 1977 წელს საქართველოს რადიოში ანანია ერქომაიშვილისაგან ჩაწერეს გურული სიმღერების სამივე ხმა; ჰქონდა მოქნილი, ფართო დიაპაზონის ხმა; ოსტატურად ასრულებდა ტესიტურისა და ხასიათის მხრივ განსხვავებულ ხმებს (ბანი, წვრილი, კრიმანჭული); მომღერალ-მგალობელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 166 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |