შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ცისკარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1988 წელს; 1988-1989წწ. - პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, ინტერნატურა; 1999-2000წწ. - ევროპის ნევროლოგიური საზოგადოების ცერებროვასკულური დაავადებების ფელოუშიპი ლოზანის უნივერსიტეტის ნევროლოგიურ კლინიკაში (შვეიცარია); 1999-2001წწ. - ზალცბურგ-კორნელის სასწავლო კურსი ნევროლოგიაში, ზალცბურგი (ავსტრია). 1989-1995წწ. - პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1997წწ. - პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2000წწ. - პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, სწავლული მდივანი; 2000 წლიდან - პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტი, დირექტორი სამეცნიერო და სასწავლო დარგში; 1996-2000წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის კათედრის ასისტენტი; 2000-2006წწ. - ამავე კათედრის დოცენტი; 2003-2004წწ. - სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა (შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი) ლოზანის უნივერსიტეტის ნევროლოგიურ კლინიკაში; 2006-2017წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან - ამავე კათედრის სრული პროფესორი; 2005-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2009წწ. - დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2009-2017წწ. - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; 2017-2019წწ.- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2008-2016წწ. - სამედიცინო ცენტრი "ციტო", ნევროლოგიური სამსახური ხელმძღვანელი; 2016 წლიდან - კლინიკის "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა", ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. 53 სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. მიღებული აქვს ჯილდო საუკეთესო ნაშრომისათვის, ინსულტის IX ევროპული კონფერენცია, ვენა, ავსტრია (2000), ამერიკის ნევროლოგიური აკადემიის ბრიუს შონბერგის სახელობის საერთაშორისო ჯილდო ნეიროეპიდემიოლოგიაში (2005). ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირველად-დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დემენციების შედარებითი კლინიკურ-პათოგენეზური დახასიათება", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ინსულტის კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური ნოზოგრაფია პრობლემის გლობალიზაციის ასპექტში", დაიცვა 2004 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.340; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.386; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |