The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ციციაშვილი

შალვა ციციაშვილი
Date of birth:31 October, 1924
Date of death:2001  (at 76 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948-1949წწ. მუშაობდა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის ს. კორსაკოვის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში;  1949-1952წწ. - რსფრ-ს ჯანდაცვის სამინისტროს მოსკოვის ცენტრალური ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1953-1959წწ. - მოსკოვის ვ. სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960 წლიდან - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომისა შიზოფრენიის პრობლემებზე. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიის მარტივი ფორმის კლინიკა, დინამიკა და სასამართლო-ფსიქიატრიული შეფასება"; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა გამოქვეყნებული მონოგრაფიის - "Шизоаффективные психозы экзогенно манифестированные во взрослом возрасте" - საფუძველზე (1999).

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.340; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.386

Bibliography


Share: