Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგო ერქომაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ეკეთი, ლანჩხუთის რაიონი. მისი პირველი მასწავლებელი მამა იყო, მოგვიანებით კი აკეთელ მომღერლებთან დაოსტატდა; 1870-იან წლებში დაუახლოვდა ცნობილ მგალობელ-მომღერალს, საზოგადო მოღვაწეს, მღვდელს ნესტორ კონტრიძს (სოფელი ლიხაური), ვისგანაც მრავალი საგალობელი შეისწავლა; 20 წლის ასაკში გიორგი ბაბილოძესთან (გამყივანი) და გიორგი იობიშვილთან ერთად ქმნის ტრიოს, რომელიც ცნობილი ხდება მთელ გურიაში; მოგვიანებით მათ შეემატათ ივლიანე კეჭაყმაძე, ნანიკო ბურძგლა, ერმილე მოლარიშვილი; ისინი სხვადასხვა სოფელში მოსმენილი სიმღერების საკუთარ ვარიანტებს ქმნიდნენ; ასე უნდა დამკვიდრებულიყო, მაგალითად, "ალიფაშას" ერთ-ერთი ვარიანტი ჯერ გიგოს ანსამბლის რეპერტუარში, ხოლო შემდეგ მთელ გურულ ფოლკლორში (ეს სიმღერა მათ პირველად ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, ქორწილში მოუსნმენიათ ხუცუბნელი მომღერლებისაგან); 1907 წელს მასიკო სალუქვაძის ინიციატივით, ბრიტანეთის სააქციო საზოგადოება "გრამაფონის" წარმომადგენლებმა ჩაწერეს და გრამფირფიტებზე გამოსცეს გიგოს ანსამბლის 49 სიმღერა, ამავე წელს მისი გუნდის მიერ ნამღერი 50 სიმღერა გერმანელებმა თბილისში ჩაწერეს; 1918 წელს გიგო, ანანია, არტემ და ლადიკო ერქომაიშვილები, გიორგი ბაბილოძე, ნესტორ კონტრიძე თბილისში მიიწვიეს; ორმოცი დღის მანძილზე მათგან სიმღერები ჩაიწერეს მ. ბალანჩივაძემ, დ. არაყიშვილმა, ი. კარგარეთელმა, კ. მეღვინეთუხუცესმა, კ. ფოცხვერაშვილმა ა. ბალანჩივაძემ; იმავდროულად, ერქომაიშვილები კვირაობით თბილისის "ქაშვეთის" ეკლესიაშიც გალობდნენ; 1921 წელს არტემ ერქომაიშვილი აყალიბებს ანსამბლს, რომელშიც გაერთიანდნენ გიგო, არტემ, ანანია და ლადიკო ერქომაიშვილები, გიორგი ბაბილოძე, დიმიტრი და ილარიონ პატარავები, აკაკი ბასილაშვილი, სერაფიონ ვაშალომიძე, ალიოშა წივწივაძე; 1934 წელს ერქომაიშვილების ტრიომ (გიგო, არტემ და მისი თორმეტი წლის ვაჟი დავითი) ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვა (არსებობს ჩანაწერი - "ადილა"); გიგოსგან სიმღერა-გალობა ბევრმა ისწავლა; მისი ჩანაწერები ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერებია; მგალობელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 166
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |