Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლადიკო ერქომაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი. მოღვაწეობა დაიწყო არტემ ერქომაიშვილის გუნდში; თავდაპირველად, 1921-1927წწ. სიმღერებს ასწავლიდა გოგიეთში, გურიანთაში, ნატანებში, ახალსოფელში, რამაც ხალხში პოპულარობა მოუპოვა; პარალელურად ქალაქ ბათუმში ჯერ მელიტონ კუხიანიძესთან მღეროდა კაპელაში, ხოლო შემდეგ ძმის, არტემის; 1935 წლიდან ოზურგეთში სოფელ მაკვანეთის საკოლმეურნეო გუნდს ხელმძღვანელობდა, სარაიონო და საქალაქო ოლიმპიადებზე ამ გუნდმა დიდი წარმატება მოიპოვა; იყო მახარაძის რაიონული კულტსახლის ინსტრუქტორი მუსიკის დარგში, აქ ჩამოაყალიბა მრავალრიცხოვანი გუნდი და მეჩონგურე-მეფანდურეთა ანსამბლი, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია რაიონულ ოლიმპიადებზე; ჩამოაყალიბა გუნდები ანასეულში, ექადიაში, ლიხაურში, დვაბზუში, ძაფსახვევ ქარხანაში, ჩაის ტექნიკუმში, პიონერთა კლუბში; სამამულო ომის პერიოდში კონცერტებს მართავდა სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებში; 1949 წელს სოფელ შრომაში შექმნა გუნდი, რომელშიც სოციალისტური შრომის გმირი ექვსი ქალი მონაწილეობდა; 1968 წლიდან იყო ქ. მახარაძის რაიონის ხალხური სიმღერა-გალობის სკოლის პედაგოგი; ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 166; qwelly.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |