შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაირა ვადაჭკორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი 1979 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1984 წელს (გუნდის დირიჟორობა). 1996 წელს დააარსა აჭარის ქალთა კამერული გუნდი და ამავე წლიდან არის გუნდის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; რეპერტუარი, ქართული: ი. კეჭაყმაძე "მამაო ჩვენო", "თავსა უფლად ნურვინ ჰგონებ", "დაღამდება ტყეში ოდეს", "ალნი", "აქედანა და შენამდე", ი. ბარდანაშვილი "მუსიკალური მომენტი", "ფსალმები", "დიმპიტაური", რ. კაჟილოტი საგუნდო მინიატურა, რ. ხორავა "ჩემო ყველავ", "მეგრული ნანა", "სახუმარო", ჯ. ბეგლარიშვილი "Memori", ო. თაქთაქიშვილი "საჭიდაო", ტ. დარჩია "ალილო", "შავჩოხიანო", "წმინდაო ნინო"; მიღებული აქვს საქართველოს დიპლომები, საპატიო სიგელები (1988, 2001, 2004); მიღებული აქვს საგუნდო მუსიკის საერაშორისო კონკურსის დიპლომი, მედალი, სიგელი (ვარნა-ბულგარეთი, 1997), საგუნდო მუსიკის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი (ანკარა-თურქეთი, 1998), საერთაშორისო სერტიფიკატის (ჰარვარდის უნივერსიტეტი, 2010), "ენა და კულტურა" ქუთაისის კონფერენცია, საერთაშორისო სერტიფიკატი (2010). აკადემიური გუნდის დირიჟორი, მუსიკის ხელოვნების დოქტორი. დისერტაციის თემა - "იოსებ კეჭაყმაძის საგუნდო ნაწარმოებების ინტერპრეტაციის საკითხისათვის", დაიცვა 2012 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 170 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |