შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ცუცქირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1984წწ. იყო ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამწვრობის განყოფილების ექიმი–ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი; 1984–1994წწ. დამწვრობის ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986–1990წწ. სსრკ ჯანდაცვის ბიოფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1994 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდან დირექტორის მოადგილე. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის. კომბუსტიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Гигиеническое обоснование применения антимикробных материалов для профилактики внутребольничных инфекций у ожоговых больных", დაიცვა მოსკოვში 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.341 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |