Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა ვარდიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საბუე, ყვარლის რაიონი. 1928-1931წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ იყო ამავე თეატრის მსახიობი; 1927 წელს პირველად გამოვიდა ფანდურით თელავში ე. ახვლედიანის მოთავეობით გამართულ პოეტ მარიჯანის საპატივსაცემო კონცერტზე; 1940-იან წლებში სსრკ რადიოკომიტეტის დავალებით ატარებდა კონცერტებს ხ. ტალგაუკოვის მედუდუკეთა ანსამბლის თანხლებით, პარალელურად იყო ფილარმონიის სოლისტი; 1941 წელს მიიწვიეს საქართველოს რადიოკომიტეტში, სადაც მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებსა და რომანსებს; 1941-1945წწ. მუშაობდა თბილისის პიონერთა სასახლეში; 1948 წლიდან მუშაობდა სიმღერის მასწავლებლად ქ. ქლუხორის ბავშვთა სახლში; 1949-1957წწ. იყო თბილისის სხვადასხვა სკოლის მასწავლებელი; რეპერტუარი, ქართული ხალხური ხიმღერები, მათ შორის: "იავნანა", "არწივი", "გუთნური", "ციცინათელა", "სალამი ჩიტუნებო", "სიზმარი", "მოხევის ქალო თინაო", "მშვენიერო, შენ გეტრფი", "მუხამბაზი", "კეკელა და მარო", "თამარ-ქალის სიმღერა"; მისი მამა იყო მომღერალი, რატილის მომღერალთა გუნდის წამყვანი სოლისტი, სასულიერო პირი, დეკანოზი დიმიტრი (ტიტე) ნიკოლოზის ძე ვარდიაშვილი (1872-1924). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 171; საქართველოს ხელოვნების სასახლე: artpalace.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |