The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა ვარდიაშვილი

ანა ვარდიაშვილი
Date of birth:31 May, 1900
Date of death:1978  (at 77 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საბუე, ყვარლის რაიონი.

1928-1931წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ იყო ამავე თეატრის მსახიობი; 1927 წელს პირველად გამოვიდა ფანდურით თელავში ე. ახვლედიანის მოთავეობით გამართულ პოეტ მარიჯანის საპატივსაცემო კონცერტზე; 1940-იან წლებში სსრკ რადიოკომიტეტის დავალებით ატარებდა კონცერტებს ხ. ტალგაუკოვის მედუდუკეთა ანსამბლის თანხლებით, პარალელურად იყო ფილარმონიის სოლისტი; 1941 წელს მიიწვიეს საქართველოს რადიოკომიტეტში, სადაც მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებსა და რომანსებს; 1941-1945წწ. მუშაობდა თბილისის პიონერთა სასახლეში; 1948 წლიდან მუშაობდა სიმღერის მასწავლებლად ქ. ქლუხორის ბავშვთა სახლში; 1949-1957წწ. იყო თბილისის სხვადასხვა სკოლის მასწავლებელი; რეპერტუარი, ქართული ხალხური ხიმღერები, მათ შორის: "იავნანა", "არწივი", "გუთნური", "ციცინათელა", "სალამი ჩიტუნებო", "სიზმარი", "მოხევის ქალო თინაო", "მშვენიერო, შენ გეტრფი", "მუხამბაზი", "კეკელა და მარო", "თამარ-ქალის სიმღერა"; მისი მამა იყო მომღერალი, რატილის მომღერალთა გუნდის წამყვანი სოლისტი, სასულიერო პირი, დეკანოზი დიმიტრი (ტიტე) ნიკოლოზის ძე ვარდიაშვილი (1872-1924).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 171 


Share: