The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ვარშანიძე

ნოდარ ვარშანიძე
Date of birth:28 July, 1956  (68 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზუნდაგა, ქედის რაიონი.

დაამთავრა ქ. ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი 1976 წელს, ამავე წელს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი(მათემატიკა), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1982 წელს(ვოკალური).

1980 წლიდან იყო ქ. ბათუმის კამერული გუნდის მომღერალი(ტენორი); 1982 წლიდან თბილისის "კამერატა"-ს სოლისტი; 1983 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სოლისტი; 1984-1987წწ. საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების კამერული გუნდის მომღერალი; 1991 წლიდან თბილისის ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის ილუსტრატორი; 1995 წლიდან ბათუმის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი, ამავე წლიდან ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის პრორექტორი, 1997 წლიდან დოცენტი, 1998 წლიდან მუსიკალურ დისციპლინათა კათედრის გამგე; 2000 წლიდან ბათუმის კონსერვატორიის პედაგოგი, დოცენტი, ბათუმის მუსიკალური კოლეჯის ვოკალური განყოფილების გამგე; 2006-2009წწ. ბათუმის კონსერვატორია-უნივერსიტეტის აკადემიის სიმღერის დეპარტამენტის პედაგოგი, 2006 წლიდან სრული პროფესორი; რეპერტუარი: თანდარუხი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), კოტე (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მამალი (ი. გოკიელი "წითელქუდა"); კანტატა-ორატორია: ტენორის პარტია შ. შილაკაძე კანტატა "სიყვარულის ფურცლები" (1984, პირველი შესრულება), ნ. გუდიაშვილი კანტატა "რწმენა"; ქართული რომანსები; სხვა რეპერტუარი: კასიო (ვერდი "ოტელო").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 172; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.206

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
  • 1998 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: