Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარლამ ვაშალომიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვანისქედი, ოზურგეთის რაიონი. სიმღერა ისწავლა ოჯახში; 1925 წლიდან ამეცადინებდა სასოფლო გუნდს; 1928 წელს ვარლამ სიმონიშვილმა ის მიიწვია ეთნოგრაფიულ ანსამბლში, რომელიც 1934 წელს წარმატებით გამოვიდა თბილისში გამართულ ამიერკავკასიის ხალხთა ოლიმპიადაზე; 1934 წლიდან ვარლამი სათავეში ედგა სოფელ მთისპირის საკოლმეურნეო გუნდს; 1937 წელს მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე კირილე პაჭკორიას გუნდში; 1957 წლიდან მღეროდა ვლადიმერ ერქომაიშვილის ანსამბლ "შვიდკაცა"-ში; 1963 წლიდან კი მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა უხუცეს გურულ მომღერალთა ანსამბლი "დილა", რომელსაც თავადვე ჩაუდგა სათავეში; ვარლამ ვაშალომიძე მღეროდა მაღალ ხმას, როგორც ანსამბლურ, ასევე ტრიოთი შესასრულებელ სიმღერებში; გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 173 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |