Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ძაძამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1948-1953წწ. იყო ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ქირურგი; 1953-1956წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1956-1976წწ. ონკოლოგიური დისპანსერის ქირურგი, 1977 წლიდან ონკოლოგიური ცენტრის აბდომინალური განყოფილების გამგე. 1959-1962წწ. და 1963-1965წწ. მუშაობდა ალჟირში ქ. ანაბის და ქ. სუკარასის საავადმყოფოებში ქირურგად. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომისა ფილტვების, კუჭის, ღვიძლის სიმსივნეების დაავადებების პრობლემატიკაზე. ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ონკოლოგიური ცენტრის აბდომინალური განყოფილების გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქიმიური ბლასტომოგენეზის საკითხისათვის მაიმუნის ფილტვებში", დაიცვა 1976 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.343 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |