The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით თავხელიძე

დავით თავხელიძე
Date of birth:1910
Date of death:1989  (at 79 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფერსათი, ბაღდათის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი 1933 წელს.

1932-1937წწ. ლენინგრადის სატყეო აკადემიის ასპირანტი. 1937 წელს დაბრუნდა თბილისში და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სატყეო ტექნიკურ ინსტიტუტში გამოყენებითი მექანიკის კათედრის გამგის თანამდებობაზე. ინტენსიურად მუშაობდა ტყის სამუშაოების მექანიზაციის საკითხებზე და 1938 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი მონოგრაფია "ტყის მექანიკური მორთრევა", სადაც განხილულია ტყის ნაკვეთებიდან ხის მორების გამოტანის საკითხები (მორთრევა) და, რაც მთავარია, პირველად არის დასმული პრობლემა ტყის სამუშაოების თანამიმდევრობის ოპტიმალური ვარიანტების ძირითადი პრინციპისა და მისი გამოყენების აქტუალობაზე ხე-ტყის მრეწველობაში. 1938 წელს მიიწვიეს საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში (შემდგომ პოლიტექნიკური ინსტიტუტი) გამოყენებითი მექანიკის და მანქანათა ნაწილების კათედრის დოცენტად; მასვე უნდა წაეკითხა მანქანების თეორიის კურსი. 1942 წლის დასაწყისში იგი დაინიშნა საქართველოს სატყეო მრეწველობის სამინისტროს ხის დამუშავების ტრესტის მმართველად. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათა ნაწილების კათედრაზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა კათედრის გამგის თანამდებობაზე. ის იყო საქართველოში პირველი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1946) და პროფესორი მექანიზმებისა და მანქანების თეორიის დარგში. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მრავალხერხიანი დაზგის ხერხების შეთანხმებული ანალიზი და ოპტიმალური განლაგების საკითხები", დაიცვა 1937 წელს (ქ. ლენინგრადი).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979. -გვ.571; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნეტ გამოცემა: news.gtu.ge

Member of Organizations

  • ამერიკული საერთაშორისო ჟურნალის "MECHANISM AND MASHINE THEORY" -ის სარედაქციო საბჭო, წევრი (1969-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-)

Awards and Honors

  • 1980 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1974 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 1960 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: