Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შერმაზან ყაყიჩაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1959 წელს. 1960-1963წწ. მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომლად; 1963 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, კიბიერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკური კვლევების ლაბორატორიას, სადაც მისი თაოსნობით შეიქმნა პირველი წრიული ჰოლოგრამა; 1963-1999წწ. სსრკ კიბერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკურ კვლევათა განყოფილების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; საკანდიდატო დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებაში დაიცვა 1975 წელს, კიევის ფიზიკის ინტიტუტში; 1982 წელს სანქტ-პეტერბურგის, ვავილოვის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო 1986 მეცნიერს მიენიჭა პროფესორის წოდება. აქვს მინიჭებული გამომგონებლის სტატუსი(1979). იგი ითვლება პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის ფუძემდებლად; პირველმა შექმნა წრიული ჰოლოგრამა, რომელზეც თავისი თავი ასახა; დიდი წვლილი მიუძღვის ჰოლოგრაფიის განვითარებაში. არის 250-მდე სტატიისა და 22 გამოგონების ავტორი; ეწეოდა პედაგიგიურ საქმიანობას, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე შუა აზიის ქვეყნებშიც. მის მიერ შექმნილი ჰოლოგრამები გამოფენილ იყო მრავალ საერთაშორისო გამოფენაზე, მათ შორის: საფრანგეთში, რუსეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში, ირანში ვიეტნამში, სირიაში, ესპანეთში, პარიზის ჰოლოგრაფიის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზეც.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |