შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მახვილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1955 წელს. 1955-1959 წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მეტალურგმშენის" საპროექტო ორგანიზაციაში; 1959-1963 წწ. სამშენებლო მასალების წარმოების სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციაში, შემდგომ - საქართველოს სამშენებლო მასალების წარმოების სამინისტროს საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს წამყვანი კონსტრუქტორი, პროექტის მთავარი ინჟინერი, სამშენებლო განყოფილების უფროსი; 1963-1971 წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მეტალურგმშენის" უბნის უფროსი, "ტრანსსპეცმშენის" სამმართველოს უფროსი, რკინა-ბეტონის ნაკეთობათა კომბინატის დირექტორი; 1971-1973 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; 1973-1976 წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს რუსთავის სახლმშენებელი კომბინატის უფროსი. 1976 წლიდან სამეცნიერო-საპროექტო ტექნოლოგიური ინსტიტუტის - "მშენინდუსტრიის" დირექტორი იყო; რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი ქალაქ რუსთავში; მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის, საშენი მასალების წარმოების ტექნოლოგიისა და სამშენებლო კონსტრუქციის კათედრებზე. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მრავალმხრივია. მან მშენებლობის ტექნოლოგიის დარგში არაერთი გამოგონება დანერგა, ასევე მრავალსართულიანი შენობების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით ჩაატარა უნიკალური ექსპერიმენტები წინასწარ დაძაბული სახლების ასაგებად ქ. ქუთაისში; მრავალი სტატია აქვს მიძღვნილი რკინაბეტონის წინასწარ დაძაბული დიდმალიანი კონსტრუქციების დაპროექტება-დამზადებისთვის; თბილისის ავარიული საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქციის აქტიური მონაწილე და უშუალო შემსრულებელი, მისი სამეცნიერო კვლევები და რეკომენდაციები ეხება საქართველოში სეისმური ბალიანობის გაზრდას, არსებული შენობების გაძლიერების საკითხებს, მიღებული აქვს პატენტები პრაქტიკული საქმიანობის ჩასატარებელ გამოგონებებზე; მუშაობდა მიწისქვეშა დიდმალიანი ნაგებობების დაპროექტების საკითხებზე, რომელიც ქ. თბილისსა და დიდ ქალაქებს გადაუწყვეტდა სავაჭრო ცენტრებისა და მანქანების სადგომი ადგილების შექმნის პრობლემას; მონაწილეობდა მსოფლიო კონგრესებში: თბილისში, სტოკჰოლმში, ნიუ-დელიში (რომელიც ჩატარდა აშშ-ის ეგიდით), აგრეთვე, მოსკოვის, ტალინის, პეტერბურგის, ნოვოროსიისკის, ალმა-ატას საერთაშორისო კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს 87 ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია, 12 პატენტი და 13 გამოგონება. მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროსა და ვერცხლის მედლები (1983), XX საუკუნის გამოჩენილი ინჟინრის წოდება და ოქროს მედალი "გამოჩენილი გამომგონებელი" (2009). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1976), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი. მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროსა და ვერცხლის მედლები (1983). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.385-386; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.157; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 623 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |