შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი წიწუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფოსამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს. 1962–1964წწ. მუშაობდა გორის საავადმყოფოში; 1965 წლიდან იყო კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის თანამრომელი; აქვე დაამთავრა ასპირანტურა. იყო უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის. დასტამბული აქვს სამი მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 დისერტაცია. ანგიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის ლოკალური ჰიპოთერმია", დაიცვა 1969 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "აორტის რკალის ტოტების არასპეციფიკური აორტო–არტერიიტი", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.345 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |