The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინე ჭაბაშვილი

Date of birth:5 May, 1951  (73 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1976წწ. იყო სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ექიმი; 1976–1978წწ. ფიზიოთერაპიული საავადმყოფოს ექიმი–ორთოპედი; 1978 წლიდან მუშაობს ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ექიმ–კურორტოლოგად. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის. იყო კურორტების – ლაშიჭალის, ნაბეღლავის, საირმის კონსულტანტი. კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საჭმლის მომნელებელი ორგანოების შეუღლებული დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფთა დიფერენცირებული მკურნალობა "ფლატეს", "ლაშიჭალისა" და "ნაბეღლავის" წყლებით", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.347


Share: