შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ჟიჟიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხორხი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1956 წელს და სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1968 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის პროფესორი, ხოლო 1978 წლიდან - აღნიშნული კათედრის გამგე. წლების განმავლობაში უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტს, როგორც მისი დეკანი; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცხოვრებაშ; მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული მრავალგანზომილებიან ჰარმონიულ ანალიზში, ფუნქციათა თეორიასა და ფუნქციონალურ ალაზიში; აღსანიშნავია მის მიერ მრავალგანზომილებიან ჰარმონიულ ანალიზში დადგენილი მრავალი ცვლადის შეუღლებულ ფუნქციათა არსებობისა და ინტეგრირების პირობები, ფურიეს ჯერადი მწკრივების და მათი შეუღლებული მწკრივების თანაბრად კრებადობისა და თანაბრად შეჯამებადობის საბოლოო სახის საკმარისი პირობები. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1967 წელს - მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სადოქტორო დისერტაცია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.252; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |