შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ბაკურიანი, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს. 1937-1948წწ. განაგებდა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრას; 1948-1959წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათომორფოლოგიის განყოფილებას; 1942-1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის პროფესორი; 1953-1958წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 1959-1961წწ. - სასწავლო ნაწილში; 1948-1979წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პათოლოგოანატომი. შეისწავლიდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მორფოლოგიურ საფუძვლებს, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და აქტინომიკოზის პათოლოგიის საკითხებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985, გვ. 664 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |