The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ქავთარაძე

პეტრე ქავთარაძე
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1889
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1966  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სენაკის რ-ნი, სოფ. ნოსირი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1915 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც სამხედრო ექიმი, მონაწილეობს პირველ მსოფლიო ომშიამ პერიოდშიც არ წყვეტს კავშირს სამშობლოსთან და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხება წერილებს აქვეყნებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ნოსირელის ფსევდონიმით. ომის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მიხაილოვის საავადმყოფოს ბაზაზე არსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში ორდინატორის, უმცროსი, უფროსი ასისტენტის თანამდებობაზე; 1931 წელს გადავიდა თბილისის N1 საავადმყოფოში, სადაც ჩამოაყალიბა ნერვულ სნეულებათა განყოფილება, რომელიც შემდგომში გარდაიქმნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ, სანიტარულ-ჰიგიენურ, სტომატოლოგიურ და ნერვულ სნეულებათა კლინიკად; ამ პერიოდში იგი აირჩიეს კლინიკის ხელმძღვანელად და მიენიჭა დოცენტის წოდება; 1931-1953წწ. 38 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა; 1937 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; ერთი წლის შემდეგ მას პროფესორის წოდება მიანიჭეს; 1953 წლიდან სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრას. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაარსდა ბავშვთა სანატორიუმი კურორტ ახტალაში. შეისწავლიდა ნერვ-კუნთოვანი აპარატის ელექტროაგზნებადობას, ნერვული ბარიერების მნიშვნელობას, საკურორტო ფაქტორების გავლენას ნერვულ სისტემაზე და სხვ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 442.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-1966)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: