Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნაირა ჭაბაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1975წწ. იყო თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1975–1986წწ. - მე–8 საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი-თერაპევტი; 1986–1991წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრასთან არსებული ლაზერული მედიცინის კურსის ასისტენტი; 1994 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის კათედრის ასისტენტი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის მორფო–ფუნქციური და ორგანიზმის ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების კორელაცია ექოკარდიომეტრიული და ანტროპომეტრიული ანალიზის საფუძველზე ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ავადმყოფთა მედიკამენტური და ფიზიკური რეაბილიტაციის თავისებურებანი გართულებული მიოკარდიუმის ინფარქტის სტაციონარულ და ამბულატორიულ ეტაპებზე", დაიცვა 2001 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.346; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.388; vidal.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |