შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნაირა ჭაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1975წწ. იყო თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1975–1986წწ. - მე–8 საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი-თერაპევტი; 1986–1991წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრასთან არსებული ლაზერული მედიცინის კურსის ასისტენტი; 1994 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის კათედრის ასისტენტი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის მორფო–ფუნქციური და ორგანიზმის ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების კორელაცია ექოკარდიომეტრიული და ანტროპომეტრიული ანალიზის საფუძველზე ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ავადმყოფთა მედიკამენტური და ფიზიკური რეაბილიტაციის თავისებურებანი გართულებული მიოკარდიუმის ინფარქტის სტაციონარულ და ამბულატორიულ ეტაპებზე", დაიცვა 2001 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.346; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.388; vidal.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |