The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ჭავჭანიძე

Date of birth:20 March, 1938  (86 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.

1964–1979წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის და ექსპერიმენტული თერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1988წწ. ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური ფარმაკოთერაპიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988–1998წწ. კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1998 წლიდან წამალთა გვერდითი შესწავლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელია. 1995 წლიდან თსსუ ფარმაკოლოგიის და კლინიკური ფარმაკოლოგიის კურსის ხელმძღვანელია. ავტორია 67 სამეცნიერო ნაშრომის და 3 მეთოდური რეკომენდაციის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ფარმაკოლოგიასა და კლინიკურ ფარმაკოლოგიაში. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Ynula Helenium" (კულმუხო)–ს პრეპარატების მოქმედების მექანიზმი ექსპერიმენტული ქოლესტერინული ათეროსკლეროზის დროს", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.347

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • კარდიოლოგიის ინსტიტუტთან არსებული ბუნების დაცვის საზოგადოება, წევრი
  • კარდიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საქართველოს ფარმაკოლოგთა ასოციაცია, წევრი

Share: