Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ქომეთიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1924 წელს. 1924-1927წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ცხოველთა კვების კათედრის ქიმიკოს-ასისტენტი; 1930 წელს მიიწვიეს დოცენტად უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც იგი 1934 წლამდე ბიოქიმიის კურსს კითხულობდა; 1932-1946წწ. პედაგოგიურ და კვლევით მუშაობას ეწეოდა საქართველოს ზოოტექნიკურ-ვეტერინარულ ინსტიტუტში; პარალელურად მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ბიოქიმიის კურსის წასაკითხად და უნივერსიტეტთან არსებული ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტში ბიოქიმიური ლაბორატორიის შესაქმნელად; 1933-1935წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1936 წლიდან პროფესორი; 1938 წლიდან ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი; 1939 წლიდან ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; 1941 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბიოქიმიის განყოფილების გამგე; ომის წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1943 წელს თავდაცვითი ხასიათის კვლევითი მუშაობის ჩასატარებლად მიავლინეს ქ. სოჭის ჰოსპიტალში; ომის შემდგომ პერიოდში მისი ინტერესი ნერვული და კუნთოვანი სისტემების მეტაბოლიზმზე კონცენტრირდება. მნიშვნელოვანი იყო მისი ნაშრომები ბიოლოგიური მემბრანების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესახებ. დიდია მისი ღვაწლი აცეტილქოლინის და ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზის გზების აღმოჩენაში; მეხსიერების ბიოქიმიური ასპექტების შესწავლაში. მის მიერ გამოქვეყნებულია მრავალი მონოგრაფია, სამასზე მეტი ნაშრომი ზოგადი და კერძო ბიოქიმიის, ნეიროქიმიის დარგში, შექმნილია ბიოქიმიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |