შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ვილშაუ![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. შექმნა ქართველ მევიოლინეთა ძლიერი სკოლა; სწავლობდა ჯერ მამასთან, რობერტ ფიოდორის ძესთან, შემდეგ მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგები ი. ვ. გრჟიმალი (ვიოლინო), პ. ა. პაბსტი(ფორტეპიანო), შემდეგ გერმანიაში - ე. პეტრი (ფორტეპიანო), ი. იოახიმი (ვიოლინო); 1895 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა თბილისში; 1917 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი; გამოდიოდა კონცერტებით, იყო სიმებიანი კვარტეტის, კვინტეტის, ტრიოს წევრი; მოწაფეები: თ. ძნელაძე (პირველი ქართველი მევიოლინე ქალი), ლ. იაშვილი, ლ. შიუკაშვილი, ა. ვარაზი (მხატვარი); თბილისში მოღვაწე გერმანელი მევიოლინე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 176
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |