The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა ჭეიშვილი

დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1930  (95 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953–1956წწ. იყო ჰოსპიტალური თერაპიი კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1956–1960წწ. მედიცინის ისტორიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1960–1967წწ. თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1992–1994წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სამეცნიერო ეროვნული ცენტრის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 140 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 3 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 7 საკანდიდატო დისერტაცია. მის მიერ კარდიოლოგიის ინსტიტუტში დაინერგა ჰემომორფოლოგიური კვლევის მეთოდი(1978). კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის ზოგიერთი ფუნქციური, ჰისტოქიმიური, სტრუქტურული ხასიათის ცვლილებები ექსპერიმენტული ჰიპერქოლესტერინემიის და ათეროსკლეროზის დროს", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.349

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პათოლოგიური ანატომიის საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - მედალი "დიდი ოქტომბრის რევოლუციის 61–ე წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"

გააზიარე: