The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ვრონსკი-ნადირაძე

ვახტანგ ვრონსკი-ნადირაძე
Date of birth:28 August, 1905
Date of death:27 February, 1988  (at 82 years)
Burial location:კიევი
Category:Dancer, Educator, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის საბალეტო სკოლა 1923 წელს.

1923-1925წწ. იყო როსტოვის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი; 1926-1932წწ., 1937-1940წწ. ბაქოს, 1932-1937წწ. სარატოვის, 1940-1954წწ. ოდესის, 1954-1969წწ. კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრების ბალეტმაისტერი, პარალელურად 1960-1973წწ. უკრაინული "ბალეტი ყინულზე" სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1978-1979წწ. მოსკოვის "ბალეტი ყინულზე" სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ბალეტმაისტერი; 1985-1986წწ. კიევის კლასიკური საბალეტო თეატრის ხელმძღვანელი; ქართული დადგმები: ზ. ფალიაშვილი "დაისი" (ა. წუწუნავასთან ერთად); სხვა დადგმები: ბადალბეილი "ქალწულის კოშკი", დანკევიჩი "ლილეა", რუსინოვი "ოლესია", იარულინი "შურალე", ჟუკოვსკი "როსტისლავა", პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა", ხაჩატურიანი "სპარტაკი"; ბალეტები ყინულზე: "გაზაფხულის ზღაპარი", "60 წუთი დედამიწის გარშემო"; რეპერტუარი: პრინცი(ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), ვაცლავი (ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), უფლისწული (პუნი "კუზიანი კვიცი"), ფრანცი (დელიბი "კოპელია"); იყო რეჟისორი და სცენარის ავტორი მხატვრული კინო ფილმი-ბალეტის "ლილეა" (1958, ვ. ლაპოკნიშთან ერთად), ფილმი-სპექტაკლის "სიმღერები დნეპრზე" (1956, ა. მიშურინთან ერთად); ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 181

Awards and Honors

  • 1962 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1948 - უკრაინის სახალხო არტისტი
  • 1946 - უკრაინის დამსახურებული არტისტი
  • 1940 - აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი
  • ლენინის ორდენი

Share: