შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლღა ჭითანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1931–1934წწ. იყო თბილისის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1934–1952წწ. ფუნქციურ ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტის, ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი; 1952–1995წწ. ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ნევროზების განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1995 წლიდან ამავე ინსტიტუტის კონსულტანტი. ავტორია 76 სამეცნიერო ნაშრომის. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიით დაავადებულ ბავშვთა ქაფურით მკურნალობა", დაიცვა 1941 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.350 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |