The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჭილაძე

დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1958
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 2007  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1979 წელს.

იყო სსრკ მეანობა–გინეკოლოგიის ცენტრის ორდინატორი, ასპირანტი; თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს მთავაქრი ექიმი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულობის შეწყვეტა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის დროს", დაიცვა 1984 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამეანო–გინეკოლოგიური ჩირქოვან–სეპტიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.350

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი

გააზიარე: