შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ყანჩაველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ალავერდი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ბოტანიკის განხრით 1927 წელს. 1931-1976წწ. თბილისის ბოტანიკური ბაღის მიკოლოგიისა და ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე დაარსებული მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორი; 1976 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი მეცნიერული კვლევის უმთავრესი პრობლემები შეეხება საქართველოს მიკოფლორის პარაზიტულ წარმომადგენლებს; მანვე შეისწავლა საქართველოს მთიანი ზონის მარცვლეული კულტურების დაავადებანი და გავრცელების პირობები; გამოიკვლია ტყის ჯიშებისა და კულტურების სოკოვანი დაავადებანი და სხვ. ავტორია უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებისა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 622 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |