The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ყიფშიძე

ნიკოლოზ ყიფშიძე
დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:6 ივნისი, 1954  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1914 წელს.

1914 წელს მეფის არმიის ერთ-ერთი ლეგიონის ექიმად დაინიშნა და სპარსეთში გაიგზავნა, სადაც მან ორი წელი იმსახურა. ამის შემდეგ ის ქ. ვლადიკავკაზში სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შემდგომ თბილისის ჰოსპიტალში, სადაც 1918 წლამდე მუშაობდა. 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა ლაბორანტად; 1921-1930წწ. იყო ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის უფროსი ასისტენტი; ამ დროიდან დაიწყო მისი საექიმო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა; 1931 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სხვადასხვა ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრას. შეისწავლიდა კურორტოლოგიის, ადამიანის ჭიებითა და ზოგიერთი უმარტივესით დაინვაზიების საკითხებს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას და სხვ. პირველად აღწერა საქართველოში რამდენიმე სახის უმარტივესი ჰელმინთოზი. 1954 წელს მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოს და თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 657; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა სამედიცინო საზოგადოება, თავმჯდომარე (1950-1954)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1946-1954)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: