Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჩიტაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. 1907 წელს ფოთის საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში; 1911 წლიდან ირიცხებოდა პეტერბურგის უნივერსისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე; 1913 წელს კენისბერგის უნივერსიტეტში ეუფლებოდა გერმანულ ენას და ისმენდა პროფესორ ბროკელმანის ლექციებს; პეტერბურგის უნივერსიტეტში ეუფლებოდა ეთნოლოგიის საფუძვლებს; 1916 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი, საქართველოში დაბრუნდა და შეუდგა მეცნიერულ მოღვაწეობას. 1917-1922 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. ფოთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში; 1923-1931 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი; 1929-1930 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი; 1930-1940 წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1931-1936 წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე; 1935-1936 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის კავკასიამცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; 1936-1938 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის სექციის ხელმძღვანელი; 1938-1941 წწ. ამავე ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე; 1940-1953 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრის გამგე. გ. ჩიტაია 1961 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს მატერიალური კულტურისა და სამეურნეო ყოფის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილების გამგე, ხოლო 1968 წლიდან გარდაცვალებამდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრის გამგე. იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საველე ეთნოგრაფიული მასალის შეგროვებას, დანერგა საველე მუშაობის კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდი და პირველმა ნათელჰყო მისი უპირატესობა. ყოველივე ეს აისახა მეცნიერის ორასამდე ნაშრომში, რომლებიც დაფუძნებულია მდიდარ საველე მასალაზე. მისი მდიდარი მეცნიერული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია მის მიერ მაღალ თეორიულ დონეზე შესწავლილი მემკვინდვრეობის სისტემები საქართველოსა და ამიერკავკასიაში და ამ სისტემებთან დაკავშირებული სამეურნეო იარაღებისა და ნაგებობების, შრომის ორგანიზაციის, რწმენა-წარმოდგენების, რიტუალების, სოციალურ ურთიერთობათა თავისებურებანი. მისი ფასდაუდებელი ღვაწლის შედეგია 1960 წელს თბილისში დაარსებული ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი ღია ცის ქვეშ; მისი სახელი მიენიჭა ეთნოგრაფიულ მუზეუმს ღია ცის ქვეშ; მის საპატივცემულოდ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს გ. ჩიტაიას სახელობის ქუჩას; საფუძველი ჩაუყარა ჩვენში ეთნოგრაფიულ სკოლას და მყარი მეცნიერული საფუძველი შეუქმნა მას, აღზარდა ახალგაზრდა კადრები. წყარო: მამულიშვილთა სავანე.-თბ., 1994.-გვ. 380; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.57-193 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |