The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჭილაძე

დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1925  (99 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა ყუბანის სამედიცინო ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 

1945-1947წწ. იყო ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის ლაბორანტი; 1947-1949წწ. მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ორდინატორი (ქ. კრასნოდარი); 1949-1952წწ. აბასთუმნის სამშობიარო სახლის გამგე; 1952-1955წწ. ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1955-1958წწ. ამავე კათედრის ასისტენტი(მოსკოვი); 1958 წლიდან არის თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე. ავტორია 147 სამეცნიერო ნაშრომის და 18 გამოგონების. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა ორსულობის დროს", დაიცვა 1956 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მშობიარობის შემდგომ ატონიური სისხლის დენის შეჩერება ელექტრონიზაციის მეთოდით", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.350

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: