The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ წინამძღვრიშვილი

მიხეილ წინამძღვრიშვილი
Date of birth:10 May, 1882
Date of death:28 December, 1956  (at 74 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა ქ. ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1910 წელს.

1921-1930წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დიაგნოსტიკის კათედრას; 1927-1928წწ. მივლინებლი იყო ბერლინის, ვენისა და პარიზის კლინიკებში; 1930-1956წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას; 1946 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში დაარსა სსრკ-ში პირველი კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე(ინ-ტს შემდგომ მისი სახელი მიეკუთვნა); 1946 წელს, პირველად სსრკ-ში, დაიწყო ჰიპერტონული დაავადების ეპიდემიოლოგიური შესწავლა საქართველოს ნმოსახლეობაში; შეიმუშვა ჰიპერტონიული დაავადებისა და გულის კუნთის დისტროფიის ორიგინალური კლასიფიკაციები(1952-1956); გამოჰყო ჰიპერტონული დაავადების შექცევადი ანუ რევერზიბელური ფორმა და პრეჰიპერტონიული მდგომარეობა(1952); ახლებურად გააშუქა ჰიპერტონიის რენული(თირკმლის) გენეზის თეორია(1952); სწავლობდა გულის თანდაყოლილი ანომალიების დიაგნოსტიკის საკითხებს და სხვ. თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში,  პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკაში; მნიშვნელოვანია მისი შრომები გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობათა შესახებ. თერაპევტი, კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი(1921), პროფესორი(1924).

დისერტაციის თემა - "მასალები ქონდროიტინ-გოგირდმჟავას ქიმიისა და შარდში აღმოჩენის შესახებ მუცლის ტიფის დროს", დაიცვა 1921 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.327; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.139

Member of Organizations

  • თერაპევტთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1956-)
  • საქართველოს თერაპევტთა სამედიცინო საზოგადოება, თავმჯდომარე (1950-1956)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1946-1956)

Awards and Honors

  • ლენინის ორდენი
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • მედალი "სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: