The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჭიპაშვილი

ნინო ჭიპაშვილი
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1982 წელს. 

1982-1983წწ. იყო რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი-ინტერნი; 1984-1987წწ. ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის ექიმი-სტომატოლოგი; 1987-1989წწ. თსსი თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1989-1995წწ. ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1996 წლიდან აღნიშნული კათედრის ასისტენტი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის. სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სტომატოლოგიური ფირმა "უნიდენტის" ექიმი, რეზიდენტურის კლინიკური ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პაროდონტიტით თანდართული ქრონიკული შიზოფრენიით დაავადებულთა პერიფერიული სისხლის ფორმიანი ელემენტების სტრუქტურული ცვლილებები", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.351

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: