The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანული ჭიჭინაძე

დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1972-1976წწ. მუშაობდა ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიურ ინსტიტუტში; 1976-1990წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში; 1990 წლიდან ანგიოლოგიური ცენტრის სწავლული მდივანია. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი საავტორო მოწმობის. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. ანგიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროტეოლიზური ფერმენტებით დამუშავებული არტერიული ქსენოტრანსპლანტანტების მორფოლოგია", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.352

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ანგიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: