Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე წულუკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კვახჭირი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა ქ. ხარკოვის(უკრაინა) სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1916 წლიდან მუშაობდა თბილისის ლაზარეთის ორდინატორად; 1922-1924წწ. მივლინებულ იქნა საზღვარგარეთ, პარიზის, ბერლინისა და ვენის ცნობილ უროლოგიურ კლინიკებში; 1925 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1927 წელს ჩაუდგა სათავეში ახლად გახსნილ ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებას; ამავე წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; 1930 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1930-1959წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრებს; ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიის და შემდეგ უროლოგიის კათედრას; ასევე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილების თავმჯდომარე; 1949-1953წწ. არჩეულ იქნა თბილისის ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორად; 1953-1965წწ. იყო მისი ინიციატივით დაარსებული უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი(1967-იდან ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა); მეორე მსოფლიო ომის(1941-1945) წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. შეისწავლიდა შარდკენჭოვან დაავადებას, უროლოგიის, კურორტოლოგიის, ბაქტერიოლოგიის, მედიცინის ისტორიის საკითხებს. შეიმუშავა რამდენიმე ოპერაციის (ორიგინალური) ტექნიკა. ქართულ ენაზე შეადგინა უროლოგიის პირველი სახელმძღვანელოები. შესრულებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 20-ზე მეტი მონოგრაფია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ. 1987, გვ. 348 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |