შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ჭუმბურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1952წწ. იყო კასპის რაიონის სასწრაფო დახმარების ექიმი; 1952-1958წწ. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტის ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგე; 1958-1967წწ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის კლინიკური ბიოქიმიის განყოფილების უფროსი; 1967-1985წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან ფსიქიატრიული საავადმყოფოს კლინიკური განყოფილების გამგე; 1995 წლიდან საავადმყოფოს ორდინატორი. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატის ცილის ფრაქციების დინამიკა შიზოფრენიის ინსულინოთერაპიის დროს", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.356
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |