Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ხავთასი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1950-1953წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა ნერვულ სნეულებათა კათედრაზე; 1954 წლიდან იყო შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მანგანუმით ქრონიკული პროფესიული ინტოქსიკაციის საკითხისათვის", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.357 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |