შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ხაჭაპურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა დონეცკის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1975-1979წწ. იყო ასპინძის მეან-გინეკოლოგი; 1980-1983წწ. საკავშირო მეანობა-გინეკოლოგიის ცენტრის ასპირანტი; 1984-1988წწ. გურჯაანის მეან-გინეკოლოგი; 1988 წლიდან ამავე რაიონის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ექიმი; 1999 წლიდან ფირმა "დიაფორტენატის" ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ექიმი. ავტორია 3 სამეცნიერო ნაშრომის სადისერტაციო პრობლემებზე. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროსტაელანდინების სინთეზის იგნობიტორების ეფექტურობის შეფასება ორსულობის მოსალოდნელი შეწყვეტის დროს", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.360
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |